суббота, 30 сентября 2017 г.



  ტრენინგის II დღე - გავეცანით პროექტების იდეებს, დავიწყეთ შინაარსის შევსება, გავეცანით პროექტების მახასიათებლებს. გადავხედეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს და ამოვარჩიეთ ის უნარ-ჩვევები, რომლებზეც გავდივართ ჩვენი პროექტით. ასევე, ვისწავლეთ როგორ შევარჩიოთ სტანდარტის შედეგები ჩვენი პროექტის შედეგები და შევავსოთ  პროექტის გეგმის შესაბამისი გვერდები. როგორ ავტვირთოთ ჩვენი ნამუშევრები google drive -ზე. ვისწავლეთ ბუკლეტების გაკეთება. ძალიან სახალისო იყო. მადლობაა.
 
   ტრენინგის III დღე

   განახლებული ბლუმის ტაქსონომიის სიტყვების საშუალებით განვსაზღვრეთ რომელ სააზროვნო დონეზე გადის ჩვენ მიერ შერჩეული სტანდარტის შედეგები. ჩამოვწერეთ სასწავლო პროექტის მიზნები და შედეგები, ჩამოვაყალიბეთ  ზოგადი  და თემატური კითხვები. 


ტრენინგის IVდღე - ვისწავლეთ, როგორ შევიდეთ სხვა მონაწილის ბლოგზე და გავუკეთოთ კომენტარი. განვიხილეთ პროექტის შეფასების ფორმები(განმავითარებელი, განმსაზღვრელი). გავეცანით შეფასების მიზნებსა და ინსტრუმენტებს. შევქმენით წინარე ცოდნის შესაფასებელი ინსტრუმენტი და დავიწყეთ მიზნის სესაფასებელი აქტივობების ჩამოწერა

четверг, 7 сентября 2017 г.

ტრენინგის I დღე


რეფლექსია

  ტრენინგი საკმაოდ საინტერესო და დატვირთული იყო. გავხსენი საკუთარი ბლოგი. ვისწავლე ახალი საქაღალდის შექმნა და დოკუმენტების შენახვა. დავეუფლეთ იმ აუცილებელ უნარებს, რომელიც აუცილებელია ტექნოლოგიების გამოყენების თვალსაზრისით. ასევე კიდევ ერთხელ დავაზუსტეთ აუცილებელი საფეხურები პროექტის შესაქმნელად. და, რაც მთავარია, ეს ტრენინგი სასარგებლო იყო მოტივაციის თვალსაზრისით. ნამდვილად გამიჩნდა უფრო მეტის შესწავლის სურვილი. 
       გმადლობთ.